понедельник, 14 апреля 2014 г.

სასწავლო პროექტი" საქართველოს დაცული ტერიტორიები."

1.     პროექტის   სახელწოდება:   საქართველოს   დაცული   ტერიტორიები.
2.     პროექტის  მთავარი  იდეა ( თემა)  1-2  წინადადებით:  მოსწავლეები   მოიძიებენ   ინფორმაციას  საქართველოს  ეროვნული  პარკებისა  და   ნაკრძალების  შესახებ ,შექმნიან  სლაიდ  შოუებს  დაცული   ტერიტორიების  შესახებ,  გააკეთებენ  პრეზენტაციებს,
3.     პროექტის  აქტუალობა:  შეიძინონ    ცოდნა  ჩვენი   ქვეყნის  ბუნებრივ  სიმდიდრეებზე,ისწავლონ  ბუნების  დაცვა  და  მოფრთხილება.
4.     პროექტის  მიზნები: მოსწავლეები   ეჩვევიან  ინფორმაციის   მოძიებას ,  ეცნობიან   წითელ   წიგნში   შესულ   სახეობებს, ივითარებენ  კვლევა   ძიების  და ისტ-ს გამოყენების უნარს.
5.     მონაწილეთა   ასაკი:14-15 წელი.
6.     ვადები/ ხანგრძლიობა: ორი   თვე.
7.     მოსალოდნელი  შედეგები /პროდუქტები , რაც   შეიძლება  შეიქმნას: ვიდეო  კოლაჟი,  პრეზენტაცია.
8.     პროექტისათვის  საჭირო   ძირითადი  რესურსები: სახელმძღვანელოები,   კომპიუტერი,  ინტერნეტი.
9.     პროქტის   მსვლელობა  (ძირითადი    აქტივობები): კლასის   დაყოფა  ჯგუფებად,  თემების   გადანაწილება,  ინფორმაციის  მოძიება, ვიდეო   კოლაჟის   შექმნა.
10.    საგნებთან  /საგნობრივ  ჯგუფებთან  /ეროვნულ   სასწავლო  გეგმასთან   კავშირი : საბუნებისმეტყველო   და   საზოგადოებრივი მეცნიერებები.
11.    პროექტის   ხელმძღვანელი ( მასწავლებელი ): ნანი   აფციაური.
12.    ხელმძღვანელის  ელ.ფოსტა:naniafciauri.@ gmail.com

13.  პროექტის  ვებ-გვერდი/ბლოგი:

Комментариев нет:

Отправить комментарий